ნუ დამიტირებთ


ნუ დამიტირებთ გოდებით ნუ მიტევთ
ლოცვაში მომიხსენეთ სულს ნუ დაიმწუხრებთ
უხილავ სფეროდან უხილავად გიმზერთ
გულმხურვალედ ილოცეთ უფალი მოგისმენთ

მუდამ გაიხსენეთ ოდესღაც მოგიწევთ
აღქმა სიკვდილის და შეხვედრა პირისპირ
წარსდგებით საშინელ სამსჯავროს წინაშე
იქ კი გამოჩნდება თუ რა ინანეთ

იცოდეთ, გახსოვდეთ, არ იცით დღის ჟამი
სიკვდილი წინასწარ არც კი შემოგძახებთ
მარადჟამს გახსოვდეთ ცხოვრების ის წამი
როდესაც წარვდგებით ქრისტეს წინაშე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი