მაძიებელი


ქუჩაში დაბარბაცობს, უკვე სასმელიც აღარ ათრობს
ისე გამათხოვრდა, კაციშვილს აღარ ახსოვს
ყველამ მიივიწყა, ყველამ ჩამოშორდა
რადგან გაჭირვებულს ფული აღარ ჰქონდა.
ერთ დროს მდიდარი და ერთ დროს შეძლებული
ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა,
მაგრამ ერთ შეცდომამ უკან დააბრუნა
როცა დალია და ქონება სხვას აჩუქა,
მაგრამ ზემოდან ხომ ღმერთი იყურება
მან ხომ ეშმაკისთვის სული არ გაყიდა
დადის ქუჩაში და ყველგან მათხოვრობდა
მასზე გაჭირვებულს, რომ დახმარებოდა
დიდად შერცხვენოდა, როცა ფულს ითხოვდა
ზემოდან უყურებდნენ და ყველა დასცინოდა
ზოგი არ აძლევდა, ზოგსაც კი აღარ ჰქონდა,
მაგრამ მათხოვარი უფლით ამაყობდა
უფლის სწამდა და მის სახელს იძახოდა
და ამ ცოდვილების შეწყალებას თხოვდა,
ვინც კი უყურებდა ყველა დასცინოდა
ეს კი დაჩოქილი ცრემლის ზღვას ტიროდა
ფიქრი აწუხებდა, რატომ გაბოროტდა
ხალხი ასე ძლიერ რატომ დასცინოდა,
მაგრამ მათხოვარი მაინც უფალს თხოვდა
ღმერთო დიდი ხარ და შეწყალებას თხოვდა,
ძალა აღარ ჰქონდა, ცრემლიც აღარ ჰქონდა
ღმერთის იმედი და მხოლოდ სული ჰქონდა
გულის სიღრმეში კი ისევ უფალს თხოვდა
ღმერთო მაპატიე, ცოდვაც  ბევრი მქონდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი