სიყვარული მცირდება


სიყვარული მცირდება
სული ბნელსა სტუმრია
ნათელს უკადრისობს და
ქარ-გრიგალს ჩასჭიდებია

სიყვარული მცირდება
ქრება თბილი "ოთახი"
დეგრადირდა კაცება
არც კი იცის "ოთხთავი"

სიყვარული მცირდება
რწმენა გაყინულია
ჭამა-სმა და გართობა
არაფრის მთქმელია

სიყვარული მცირდება
აღარ ელავს ამ სოფლად
ძინავს კაცობრიობას
ძალადობა იზრდება

სიყვარული მცირდება
კვდება მეცნიერება
დაცლილია მადლისგან
ფრინავს იქით აქითგან

სიყვარული მცირდება
შვილი მშობლებს აღარ სცნობს
ნუთუ გაქრა ღირსება
უკვე ღმერთიც არ ახსოვს

სიყვარული მცირდება
ბოროტება მძვინვარებს
სიყვარულის გარეშე
მას უფრო ვამძვინვარებთ

სიყვარული მცირდება
სიტკბო მწარით იცვლება
სიყვარული თუ გაქრა
ყველა დაიღუპება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი