გზა


ორომტრიალში რას შეხედავ  ლანდებს სვეტებად,
როგორც დარაჯნი მკაცრი დგომით, რომ დაბრძანდება,
მიუყურადებ?! სახელს გეტყვის თვით გამოცანას,
სულში ჩაგიყვანს, დაგაფიქრებს მთვარის ანმთებად.

შუა ღამეა, ფიქრის დროა, მოდის ზმანება,
წვიმა, ამ ღამით, როგორც პასუხი მესალბუნება,
თურმე ანბანი მის ნოტებზე, როგორც ტყავი ისე მოერგო,
სემინარიის კედლებს შორის, რომ მაგონდება.

მეხსიერება წარსულის ზღვას გემით გაცურავს,
თვით მებადური ბადით მოკრებს გაფანტულ მუზას,
თუნდაც წვალება თანმდევია, როგორც იარა,
დრო კი შეჩვევა, და ფიქრებში შორ გზას მისდევდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი