სულის ძახილი
ფიქრის ლანდები და გულის ფსევდონიმი გრძნობა ეულია ჩურჩულს მიჩვეული თითქოს, წამებია ცაში გალეული ხატება შექმნილია დიდი ხელოვნებით.. შორს, შორს, რაღაც თითქოს გაელვებით სიტყვა ორლესული გაზაფხულს შეფარდებით გულში ვიღაც გალობს გრძნობის აკორდებით მინდა ჩავიხედო სულში უფლის ხედვით.. სადღაც, ყოფილაო ქოხი შესახვედრი ადამიანი იქ ღმერთის ნებას ეტრფის, ვეძებ დღისით, ღამით, განთიადზეც ისე გამალებით, როგორც არასოდეს! ღაწვებზე ღაპა-ღუპით მოდის ცრემლი "სიტყვით", გული ვეღარ იტევს, ბაგე მდუმარეა, სული დამიმძიმდა მძიმე წუთისოფლით, ეკლით სავსე გზა ჯერ კიდე არ გამივლია.. ვიცი, შიშიც მოჩანს პატარა სარკმელიდან, ისე შემეჩვია წასვლა აღარ უნდა, მაგრამ ჩემთვის ისევ უცხო სტუმარია გულში ჩამისახლდა ვნების მწარე ღუზა, გზა კი შორი არის შენთან მოსასვლელი, ღმერთო შენი ტკბილი ხმის გაგონება მინდა, ვიცი ისეთს ვითხოვ, რასაც ვერ მივწვდები ჩემი ვნებიანი სული ძალზე მძიმედ ოხრავს, გულით გენუკვები ერთი რამ მინდა ვთქვა, ქოხი მიპოვნია შენთან სასაუბროდ, გულის ოთახიო ასე რქვიებია, სულის სატრაპეზო სულს ეს ძიებია...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი