ვედრება ღმერთს


ჩემს სულში რომ შემოხვიდე
ალბათ, "ნახავ ფილმს"
იქ არსებულ იმპერიას 
და საშინელ გმირს

ჩემს სულში რომ შემოხვიდე
"მტკნარ წყალს" ნახავ დიდს
უნაყოფოს, უსიცოცხლოს 
და საზარელ "ხიდს"

ჩემს სულში რომ შემოხვიდე
სათქმელს ნახავ, მტრის,
ჩემი  გულის აკვანი
მწარედ, როგორ იწვის.

ჩემს სულში რომ შემოხვიდე
ნახავ, როგორ ტირის
მწირის ლანდად დარჩენილი
აჩრდილს, როგორ ითვლის

ჩემს სულში რომ შემოხვიდე
"ტახტს" ვერ ნახავ მდგარს
თავდაყირა სამეფოა
მეფეს ეძებს მყარს

ჩემს სულში რომ შემოხვიდე
მგონი ვეტყვი სხვას
ჩაიხედა ჩემ წიაღში
ნუღა მესვრი  "ქვას"

ჩემს სულში რომ შემოხვიდე
კარგს ვერ ნახავ, რას,
მაგრამ, ერთი მაქვს რა თხოვნა
ნურასოდეს, ნუ გაწირავ სხვას..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი