#


ვიცი, ვმღერით ქუჩებში
აქციების უღელში!
ვიცი, ვტირით გულებში
გვაფურთხებენ სულებში!

ვიცი, გვესმის შორიდან
თვენს მეგობრად მოვდივართ!
ვიცი, ვხედავთ, რომ გვმტრობენ
პირდაპირ თუ ირიბად!

სულში, აკვანს გვირწევენ
"იავნანას" მღერიან
ჩვენს ეთნიკურ რაობას,
ვითომც ეგებებიან,

რაოდენნი გამხდარხართ,
დამცირება სენია,
მოსულხართ და გვასწავლი
თავი მოგაქვთ გენიად,

მეგობრობა სხვაგვარი
ჩვენთვის უცხო ფერია
ან ფერებში რა უნდა
მონაგონი "მგელია"

გზას გავიკვლევთ ჩვენითაც, ჩვენი ძმური ერთობით,
სადიდებლად უფლისა
მართალ საქმით გვეთქმოდის

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი