ნუ დაბრკოლდები)


კითხვა დაუსვეს, თუ შენ ვინ ხარ?
მან კი, პასუხად უთხრა ნაგავი,
თუ ამ პასუხში თავმდაბლობაა
მადლობა უფალს, რომ გვყავს მართალი,

და თუ პასუხში არის ცინიზმი,
ფარისევლობა და დიდი ტყუილი
და თუ გულით ის თავს არ იმდაბლებს,
მაშ, რა ფასი აქ მის ნაქადაგებს!

დღეს, კი ომია სიტყვის და რწმენის,
ნუ დაბრკოლდები იყავ ძლიერი,
რაც ჩვენთვის არის შეუძლებელი
ღმრთისავის არის შესაძლებელი,

ძმებო ნუ ჩხუბობთ, თავს მოუწოდეთ,
რომ ერთმანეთთან იყავთ კეთილი,
ძმა, რის ძმა არის თუ არ აპატია
და არ მიუტევა შეცოდებული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი