საწადელი


ერთი ჩაიხედე სარკეში,
შენ თავს დაუსვი ეს კითხვა,
ვინ ხარ? რა გინდა? რას იცავ?
შენთვის რა არის მთავარი მცნება.

განა იესო უბრალოებით
არ დადიოდა ამ წუთისოფლად?!
შენ კი ვინ ხარ ადამიანო?
რომ არ გშორდება ამაყი გრძნობა!

თუ მოგეწონა თანამედროვე
თბილი სამოსით კარგი ცხოვრება,
ნუთუ ასე მალე გადაგავიწყდა
იესო ქრისტეს უბრალოება?

თუ დაგავიწყდა მაგალითები,
რომელიც გვაჩვენა უფალმა ღმერთმა,
ხომ არ მივემსგავსეთ იმ ფარისევლებს,
როცა ოდესღაც გაყიდეს რწმენა!

აბა, დავფიქრდეთ და მივუახლოვდეთ,
რომელი გვწადია ჩვენი თუ ღვთის ნება?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი