ა,ჰ.
არ ვიცი, კითხვით დავიწყო თუ აზრით ვისაუბრო, მერე, მერე რა ვქნა, როგორ განვაგრძო?! იქნებ ვინმეს ვკითხო ჯერ, როგორ დავიწყო, საერთოდ ვიცი?! რას ვფიქრობ ვიკითხო. თითქოს ავრეულვარ და არაფერიც არ ვიცი, ან იქნებ საერთოდაც ვარ უვიცი, და ქვეყანაზე საერთოდაც არაფერს არ განვიცდი, და შენ იცი ვინ ვარ? არ იცი, კაცო, ქმნილო ჩემზე მხოლოდ ღმერთმა იცის, მეც კი, კიდევ ჩემი თავი არ ვიცი ისე, როგორც მე ვინც შემქმნა მან იცის, ვცდილობ, ვცდილობ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიგო, მომავალში ან ვინ, ან რა უნდა ვიყო, და თუ მე მსურს ცხოვრებაში ავიღო მძიმე ჯვარი სატარებლად წავიღო, იქნებ, იქნებ მე ის გრძნობა გავიგო, სიყვარულით უფალ ღმერთთან ახლოს ვიყო, როგორც ვხედავ ჯერ ის უნდა ვისწავლო, ის, რომ ჰქვია შეცოდების თეთრი წყარო, შემდეგ, ალბათ ლოცვაც უნდა ვისწავლო, რომ სიყვარულს სიხარულით შევეგებო, შემდეგ ვეტყვი ძმანო უფალს მადლობას, რადგან ღმერთმა, მე, მასწავლა ეს გრძნობა, დავუჩოქებ, ქედს მოვიდრეკ მის მიმართ, და შემხედავთ მე მადლიერს ძის მიმართ, შეიძლება, ალბათ ბევრსაც შეგშურდეთ, მოვინდომოთ კაცნო, ძმანო, რადგან ყველამ გავხდეთ მოშურნე, სიყვარულით ვიცხოვროთ დავიმკვიდროთ საუნჯე, ჭეშმარიტად გვინათებს ქრისტე ბნელში სინათლეს, ვკითხოთ, ვკითხოთ ჩვენს თავებს, თუ სიყვარულს ვინ გვაძლევს, როცა ღმერთი მოვიდა კაცთან წუთისოფელში, ასე გვითხრა უფალმა, რომ ის არის ნათელი, ვინც კი ქრისტეს იწამებს შეიყვარებს მას ღმერთი, ვკითხოთ აბა ჩვენს თავებს, ჩავიხედოთ გულებში, ვკითხოთ ჩვენს თავს თუ გვიყვარს ქრისტე, გულის სიღრმეში, უსუსურნი ვიქნებით თუ არ ვიტყვით სიმართლეს ვაღიაროთ ცოდვები ქრისტე ღმერთის წინაშე, ქრისტე არის მოწყალე, გულუხვი და სულგრძელი, თუ ჩვენ მივალთ ქრისტესთან შეგვიწყალებს ჩვენ საწყელბს, გავიხსენოთ მოყვასნო ჯვარს რომ ეცვა, ვის გამო? ცოდვები, რომ იტვირთა ნეტავ, ნეტავ რის გამო?! ნუთუ, მხოლოდ უნდოდა, რომ ის ჯვარზე ცმულიყო? რა თქმა უნდა მიზეზი ჩვენ ვართ წუთისოფელო, ვინც კი ვცხოვრობთ დროებით წუთი წუთისოფელში, ქრისტე ტყუილად არ ცმულა ჯვარზე, ქვედა სოფელში, გარდამოხდა ზეციდან ზეციერი თავის ქმნილთან, შეგვიყვარა და მოგვცა მან სიცოცხლე თავისთან, ღმერთმა, ძე მოგვივლინა, რომ სულები დავიხსნათ, ნუთუ ასე დაბრმავდით, გულიც, რომ გაგიცვდათ, რატომ არ გსურთ იწამოთ მიწიერნო ღვთის წმიდა, იგნორს რატომ უკეთებთ, თავებს ასე რად ერჩით, შეიყვარეთ იესო და კარგ საქმეს ჩადექით, აირჩიეთ ცხონება, გზა უფალთან ცხოვრების, თორემ ღმერთი მოგვკითხავს პასუხს ჩვენი ცხოვრების, ყველა ცოდვას მოგვკითხავს, ყველას თავის ასპექტში!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი