.
ძმანო, არ გვსურს გავიგოთ?! თუ რა არის სიწმინდე, ცოდვებს თუ არ გავშორდით ვერაფერსაც გავიგებთ, იქნებ, ჩვენს თავს შევხედოთ და მას კარგად დავაკვირდეთ, სად გვსურს ძმანო ვიცხოვროთ, ქვესკნელში თუ ზეცაზე, განვიშოროთ ცოდვები ძმანო აქ ამ მიწაზე ქრისტე ღმერთთან ერთობა უდავოდ ჩვენ გვინდოდეს, ნუ გადავდებთ ხვალისთვის, რადგან დღეა ხანმოკლე, შეიძლება ცხოვრებაც ასე მოკლე აღმოჩნდეს, განკითხვის დღეს წარვდგებით ყველა ღმერთის წინაშე, რათა ნათლად გამოჩნდეს ჩვენ თუ ღმერთი ვიწამეთ. ვაი, ვაი ცოდვილნო, თავი რამე გვგონია?! ვერაფერიც ვერახარ ჭიაყელაც გჯობია, ნუთუ?! ასე დაეცი, უფალს ასე განშორდი, როგორ გინდა ცხონდე და უფალს მიუახლოვდე, ჯობია, რომ დაიწყო ლოცვა უნდა ისწავლო, გულმხურვალე ვედრებით ღმერთის ნება ითხოვო, სთხოვე უფალს გაგწმინდოს ძმაო ჩემო ცოდვილო, რაც კი ღმერთმა გიბოძოს სამუდამოდ გარგუნოს, შენ თუ გინდა ცხონება და ერთობა ქრისტესთან გაიმარჯვებ ბოროტსა გწამდეს ღმერთის გულრწფელად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი