რათა ჩავიცვა სამოსელი მარადიული
შემწეო უფალო გული გადავშალე, ვითარცა წიგნი, მე, კი ვფიქრობდი, რომ ვიპოვიდი დასაწყის სიტყვის, თურმე აქ სახლობს მოძრავი და უძრავი ციკლი, მარადჟამს ერთი უნდა იყოს მარადჟამს მკვიდრი, აქ კი ბრძოლაა სიკეთის და ბოროტის დიდი, ზღვა უფსკრულია, უდაბნო კი ზედმეტი ტვირთი, ზოგჯერ მაოგნებს ორთაბრძოლის სხვადასხვა ხრიკი, ხან ერთი იგებს ხან მეორე მშვილდით და ისრით, ვეძებ საჩინოს მანათობელს უკვდავი სიტყვით, რათა დავმკვიდრდე ჭეშმარიტად, ჭეშმარიტ წიგნში, ვიცი, მიზიდავს ამ ცხოვრების კანონის ტიპი, მაგრამ არა მსურს დავიკერო ამ სოფლის ღილი, მე, უკვდავება მირჩევნია ღმრთეებრივ წმიდით, განღმრთობა მადლით, სულიწმინდის ნებითა მისით, მსურს განვიწმინდო ცოდვებისგან სამკვიდრი სული, რათა ჩავიცვა სამოსელი მარადიული.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი