მე, პოეზიის საღამოს შევქმნი


მე, პოეზიის საღამოს შევქმნი
განიკვირვებენ დიდნი პოეტნი
ვით გლახა ვიტყვი მჩქეფარე სიტყვას
და მოისმენენ დიდი მგოსნები

ჰოი, ლაღნო და სულით ლამაზნო
თქვენ ხართ შუქურა ამ წუთისოფლის
ჰოი, დიდებავ, მარადჟამ უფალს
დედა გვიფარავს დიდებულ ღმერთის

საოცრებაა სარწმუნოება
ყველამ ვიწამოთ ჩვენ შემოქმედი,
ამ უსამართლო მწირ სავანეში
სასოებაა   ნუგეში ერთი

გლოვაც წავა და მიჰყვება ტანჯვაც
სულს დაიმშვიდებს ადამიანი
ბრძოლაში  ცხარე ცრემლები ღვარა
შედეგი  ნახა ნეტარიანი


გვირგვინმოსილი  მამათა კვალი
იმედებს სახავს ბედნიერების
ღვთის კვალი ნახე ხილულ საგნებში
ჭვრეტით იქნები გარსშემორტყმული

ცხოვრების წესი ისახე წმინდა
სათნო, ლამაზი, განდიდებული
მუდამ გახსოვდეს, რომ ტკბილი
ღმერთი 
გისმენს, გიყურებს ღრმა დაკვირვებით.

დუმდება ზეცაც, გიცდის რას იტყვი
ადამიანო, თქვი არჩევანი
ვინ გინდა იყო სინამდვილეში
მატლიანი თუ ღმერთის მსახური?!

ანგელოზებიც გაკვირდებიან
უნდათ, რომ სიტყვა ისმინონ კარგი
მდუმარება კი ისეთი არის
მას, მე, ვუწოდე სიჩუმე ნაზი

დასჭექა  ქვეყნად ხმა ისმა ცაზედ
ადამიანმა თქვა მისი სიტყვა
თვალი მიაპყრო ზეციერ მამას
მე, შენთან მინდა  გაისმა ზეცად

გაიღო კარი, სარკმელი ზეცის
თვით მაცხოვარი  ეახლა ადამს
კაცობრიობამ ღმერთი იწამა
და იქმნენ რწმენით შეწყალებულნი.

გვახსოვდეს, ვინ ვართ და ვის ვუყვარვართ
ერთგული ღმერთი მუდამ არს ჩვენთან
გვახსოვდეს, მარად, ძე, მამა ღმერთის
დედამიწაზე, რომ მოგვევლინა
გამოგვიწოდა ხელი და გვითხრა 
წამოდით ჩემთან, მე, თქვენ მიყვარხართ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი