"სალვადორ დალი"


სურათზე, დაბლა კუთხეში წააწყდები ავტორის ხელწერას, 
"ს ა ლ ვ ა დ ო რ   დ ა ლ ი",
ფიქრობ, რას ამბობს მისი სახელის პატარა კვალი,

შიშს, სევდას, მომავალს 
თუ მისტიკაში დატანჯული კაცის
ხელოვნების გენს,

ხომ არ გაიცრიცა სამხატვრო ზღვაში  ბავშვობა მისი,
ალბათ, თევზებთან ითამაშა გონების ფანტი,

მახსენდება დაკარგული სამოთხის მღელვარე გზები,
ელვისებური ვარდნისგან ამღვრეული წყლები,
მიღმიერი ფარდის გახსნა და დამძაბველი ხმები,

 სურათზე, დაბლა კუთხეში წააწყდები ავტორის სახელს,
"ს ა ლ ვ ა დ ო რ    დ ა ლ ი",
გასული მიღმა, როგორც სამყაროს კვალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი