პირველი საათია, კვირა ღამეა
პირველი საათია, კვირა ღამეა, ფიქრები წარსულზე ფრაგმენტებით მესაუბრება, მარტოსულიო? მეკითხება მე სიყმაწვილე, გულის ოთახში საუბარი მეც მიწილადე, ღვინოს დავასხამ ისტორიას ასე უხდება, ტკბილ მოგონენებს ვადღეგრძელებ სიყმაწვილესთან, სევდის ნარჩენებს შევინახავ ხსოვნის იმედად, რომ მე, სიკვდილის წამი მქონდეს მუდამ მხილებად, შენ გაგიმარჯოს, სიყმაწვილევ თანაზიარად, მემახსოვრები, როგორც ჩემი მელანქოლია, შენგან ვისწავლე მე წარსულის ღრმად გახსენება, რომ მომავალში არ დავკარგო ფუჭი დროება, შენ გაგიმარჯოს სიყმაწვილევ, ჩემო მეგზურო, ტკბილ მოგონებებს ვადღეგრძელებ საბარძიმეთი, შენგან ვისწავლე მე წარსულის ღრმად გახსენება, შენახარ ჩემი ისტორიის სხვა ადგილეთი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი