ქალბატონო
ქალბატონო, იმ დიდ ბაღში, მოევლინა ქალი წმინდა ღვთის ხელებმა შექმნა იგი, გახდა ჩვენი, ყველას დედა, შენ კი ფიქრობ, რომ ამ ქვეყნად რა სურვილმა გაგაჩინა, თითქოს სიზმრად ვინც გიხილავს, ის აკვანში მოგეჩვენა, დღეს კი ფიქრობ ისტორიას შენი ბედის, სხვისი ხვედრის, ჭირ-ვარამით დაწერილი, მომავალთან შესახვედრით, ქალბატონო, იმ დიდ ბაღში ქორწინება, რომ იკურთხა ქვეყნად გაჩნდნენ, მრავლად შვილნი, იმ შვილთაგან, ერთი შენ ხარ, ალბათ, ფიქრობთ ამ შვილთაგან, რამდენს უთმენს ეს ქვეყანა, თაობათა ცვენა არის, შენ, რას ითხოვ ამ ხალხთაგან. სიტყვა გითქვამს, მინდა ვნახო, შედარება სიყვარულის, როგორია ქალ-ვაჟური?! კიდე ღვთისა და მოყვასის. გიპასუხებთ, ოღონდაც გთხოვთ, მოისმინეთ სიტყვა თქმული, იმედი მაქვს, რომ მოისმენთ, გონებით და მთელი გულით. . . . . . . . .. . თქვენ ასაკი ისეთი გაქვთ, ბევრი რამ გაქვთ თვალნახული, როგორც ღვთისა და მოყვასის, ისე სხვისი ქალ-ვაჟური, ერთხელ, ყმაწვილს შეუყვარდა შეძლებული კაცის შვილი, ვერ გაბედა კაცთან მისვლა, ეგონა, რომ წაართმევდა, იყო, ბევრი გაპარვები, სკოლის ბოლოს პაემნები, ბიჭი გოგოს სულ პირდება, მთელი გულით მეყვარები, გოგოს სახე, რომ გენახათ, მომღიმარი, ბედნიერი, ცას სწვდებოდა თავის გულში, ბიჭისადმი სიყვარული, შეამჩნია, გოგოს მამამ, შვილის ჩუმი ფაჩი-ფუჩი, დააცადა წასულიყო, რომ გაეგო ვისთან დადის, გაჰყვა და რას ხედავს კაცი, როგორ ჩუქნის, ბიჭი ვარდსა, გოგომ ფრთხილად გამოართვა, არ გაეჭრა ხელი ეკალს, თუმც ერჩივნა ხელის გაჭრა, ვიდრე მამის დანახვისა, ხელთ წაართვა მამამ ვარდი, ფეხქვეშ იგდო, როგორც დარდი, წაიყვანა მისი შვილი, სევდისაგან დაღვრემილი, ბიჭის თვალით დანახული გათელილი სიყვარული, არ იცოდა, ბიჭს რა ექნა, ბევრი აზრი აწუხებდა, ეშინოდა, რომ სიყვარულს სამუდამოდ დაკარგავდა, ბოროტმაც არ დააყოვნა, შთააგონა ბიჭს სიკვდილი, გოგოს, სხვაზე გაათხოვებს, სხვისგან ეყოლება შვილი, ის, მდიდარი კაცი არის, ვერ აჯობებ შენ ყმაწვილი, მისი შვილიც დათანხმდება, სხვა გზა მისგან არ დარჩება, ამ ფიქრებით მიდის ბიჭი, სადღაც დაიჯერა სიტყვა, ფიქრობს, რა აზრი აქვს ახლა, მის გარეშე ამ ცხოვრებას, დადგა, მაღლა კლდესა თავზე, თავდახრილი უფლის შვილი, საბოლოოდ გადაწყვიტოს დაასრულოს გზის უფსკრული, არ ეშვება, მას ბოროტი, ეუბნება ნუ ყოყმანობ, აქ კაცთაგან დაგაშორეს იქ კი ღმერთმა შეგაერთოთ, ყველა ზღვარი მოშლილია, უძლური ხარ წუთისოფლად, ნუ აყოვნებ, გადახტი და ისიც მალე მოვა შენთან, დააპირა ბიჭმა სვლა და სადაც არის გადახტება, ხმა მოესმა, გთხოვ ეგ არ ქნა, თორემ შენ გზას მეც მოვდივარ, მოიხედა ბიჭმა უკან, დაინახა სიყვარული, მამას, შვილი გაპარვია, მოეძებნა მისი გული, უთხრა გოგომ, გავიპაროთ, თუნდაც მთაში დავიმალოთ, რომ გავხდებით სრულწლოვანი ჯვარი ღმრთისგან დავიწეროთ, ყმაწვილს სახე გაუბრწყინდა, დაუხარა თავი ნიშნად, უხაროდა, რომ არ დათმო, მამის გამო შვილმა იგი. ქალბატონო, თქვენ ხომ იცით, ქორწინება იმ დიდ ბაღში, იქ ნაკურთხი სიყვარული აქ ვლინდება ამ ორ ბავშვში, ვცადე მოკლედ გადმომეცა ქალ-ვაჟური სიყვარული, თუმცა, გოგო თქვენ იყავით, ედემისთვის გაპარული. .... . . . . . . ჩემგან უკვე მოისმინეთ ქალ-ვაჟური სიყვარული, ახლა უნდა გიპასუხოთ, ღმრთის და მოყვასის სიყვარულით, რომ იცოდეთ იყო ვინმე, გლახა ქვეყნად მარტოსული, არ გააჩნდა მას ამ ქვეყნად, არც სახლ-კარი, და არც ვინმე სულიერი, დადიოდა ყველა კარზე, ურწმუნოსთან, მორწმუნესთან, იქნებ ვინმეს გაეწოდა საარსებო ორი ლუკმა, კვირას, დილით ტაძრის კართან, იყო მუხლებ მოდრეკილი, შემსვლელს, გამსვლელს ადიდებდა, ჩურჩულებდა თქვენ ღმრთისა ხართ, მე, ცოდვილი, განდევნილი, ღმრთისგან მივიწყებული ვარ, დავივიწყე უფლის მსხვერპლი, მისი ჯვარცმა და სიკვდილი, აღარც მისი მცნება მახსოვს, არც მოყვასის სიყვარული, მხოლოდ, იმას ვფიქრობ მარტო, ვინმეს ვთხოვო ლუკმის ფული. რომ გავიდა ის, ქუჩაში, ქალი შეხვდა წელმოხრილი, შრომისა და ლოცვისაგან ჯანმრთელობა ჰქონდა რთული, თან ასაკიც დიდი ჰქონდა, თავზე, თხელი, ჭაღარა თმა, სახეზე კი ნაოჭები, სიბრძნე ჰქონდა ქალს ღმრთისაგან, წმინდა იყო ღმრთის წინაშე, მისი გული ღმერთს იტევდა, კაცს კი უთხრა ღმრთის შესახებ, ვინც, მას ეძებს სიკვდილამდე, ის მოიხვეჭს ღმრთის მადლს მალვე, თავმდაბლობით, ლოცვით, შრომით, დაფასდები მის წინაშე, და დატოვა ქალმა გლახა, თავჩახრილი, ცრემლიანი, გაახსენდა მას ბავშვობა, დედის სიტყვა ქრისტიანი, გაახსენდა თუ რას ნიშნავს, მოყვასისთვის თავგანწირვა, ქრისტიანი სხვისთვის სულს დებს, ამას ჰქვია ღმრთის მსგავსება, შემობრუნდა, აიხედა, ტაძრის ქიმზე ჯვარს შეხედა, და წარმოთქვა, მაცხოვარო შენგან იყო ქალის სიტყვა, გმადლობ ღმერთო, რომ მომეცი სიცოცხლისთვის შეგონება. ქალბატონო, მცირე არის, მაგალითი მოყვანილი, არც კი ვიცი, თუ შეეხო თქვენს გულს მოყვანილი სიტყვა, ის გლახა კი მინდა გითხრათ, მე გახლავართ თქვენ წინ მდგარი, ბევრი მინდა კიდე გითხრათ, სხვა მოყვასის საფიქრალი. 20/07/2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი