ღამე ითვლის დღეებს


ღამე ითვლის დღეებს,
მწუხარება ჟამს,
მე კი ვითვლი დღის,
სამახსოვრო  წამს,

ირგვლივ არის  რა..
იარების გზა,
ხმაურია, საბაბია,
ის არწმუნებს სხვას,

ნიავქარი სინას მთაზე
და პასუხიც მრწამს,
აკვანს ფოთლები  მოეხვია
გალაქტიონს ჰგავს,

მუხა იქეთ, აქ ჭადარი
ვინმემ  რამე თქვას,
ქვეგრძნობები აელვარდა
ჰგავს კი ვითომ ცას?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი