მე სული მტკივა და ამ სულში არის აკვანი
მე მტკივა სული და ეს სული შენთვის გავწირე, იმ ღამეს, როცა წუთისოფლის ღამე ვიგემე, ჩემს გონებაში საბჭო მქონდა მსოფლიო დონის, ფილოსოფოსთა, ფსიქოლოგთა, ბრძენთა, ვაჭართა, რიგებში იდგნენ მეცნიერთა სახე ყოველთა, ბნელთა, ნათელთა, ფერადთა და მგელთა მშიერთა.. ეს სული იყო საჯიჯგნავად შენთვის წირული, სიყვარულისთვის, რომ სიცოცხლე იყოს გმირული, მე სული მტკივა და ამ სულში არის აკვანი, სადაც გრძნობები და ფიქრები სერავს ცხოვრებას, მე სული მტკივა და ამ სულში არის გაგება, ჩემი და შენი სიყვარულის მარადისობა, ეს ერთი მინდა მთელი არსით რომ ვთქვა ამ ქვეყნად, ჩვენ დღეს ერთნი ვართ, სადიდებლად უფლის მსგავსებად... ეს ჩემი სული გაწირული ტანჯვად სოფლისგან, შემოქმედება სიყვარულის ამა სოფლიდან..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი