შენი თვალები პოეზიის ტკივილის ხმაა
შენი თვალები პოეზიის ტკივილის ხმაა, ქუთუთოები სიმბოლოა ლექსში მუზების, ცხოვრების წლები მიმოიჰქრის იმ ფაიტონით, რომლითაც წარსულს და მომავალს აწმყოდ ვუხდებით, ვიცი, რომ მოვა განშორების ზამთარი წამით, მარადისობას მიმაბარებს სული ვნებული, დრო ჟამის წყობა იქ სხვაგვარი აწმყოს სახეა, აქ კი გაზაფხულს დაელოდე მიტოვებული, თვალებს ცრემლები დაგისველებს, დაგიწვავს ღაწვებს, ეს ლექსი გქონდეს შთაგონებად, თან პოეტური, გაწბილებული და მუდარით სავსე ზმანება, შენი თვალები პოეზიის ტკივილს გაჰყვირებს, ვწერდით ჩვენ იმ დღეს ღვთის წინაშე თითქოს ათას წელს, თითო ცხოვრებას, თითო სიტყვას და ერთ სიცოცხლეს, ვიცი, რომ შენს სულს შენს თვალებში, მე ნაირევს, ისე მირეკლავ, როგორც ცეცხლი სითბოს მხურვალეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი