ძალად არაფერი ხდება


ძალად არაფერი ხდება
მიწისძვრაც კი რაღაც მიზეზს იწვევს
სულის სახლში წესრიგდება ნება
ვიღაცამ კი გაიღვიძა მძიმედ,

ადამიანს ზმანებები აწევს
ათას ფერში შერეული ცოდვა
ატლასივით გარს აკვრია მასა
შთაგონების ლანდები აქვს მუზად,

სულში მწარე აღსარება უდევს,
გოდება კი მრავალკვანძად სუფევს
ვნებას ისე დაუტანჯავს მწირი
სიმარტოვეს უკვე ვეღარ უძლებს,

ტირის და სდის ცხარე ცრემლი მწარედ
კვნესის გული და სისხლდენას იძენს,
შიდა მიწას მოუჭირა მუჭი
იგრძნო მისი წინაპრების სიბრძნე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი