ჩვენო პატრიარქო
ჩვენო პატრიარქო მაცხოვარს მოეფერე, შენი ოცნება და ნატვრა ახდა, ჩვენო პატრიარქო ქრისტემ მიგიგულა, ჩვენ კი გვენატრები ცრემლი ღაწვებს გვიწვავს, მამა ერისა ხარ შენ სანატრელი, ქრისტეს სიყვარულში არსით ძინებული, დრო, უაღრესად ისე დააფასე შენი ცხოვრებით გაქვს ჩვენთვის დანახული, ჩვენო პატრიარქო გული გეაჯება, ქრისტეს მოეფერე უფალს სანატრელსა, მოციქულთა სწორო, მსურს რომ ამით გამკო, შენი დიდი ღვაწლი მუდამ გვეხსომება, ჩვენო პატრიარქო ვიცით რომ გტკიოდა, ერის სატკივარი მისი საფიქრალით, ზოგჯერ სუსტი არის კაცის სიტყვები და შენდამი სიყვარულით ღვთისკენ ერთად გვევლოს, ჩვენო პატრიარქო ქრისტეს მოეფერე, უფლის სამეფოში ტკბილად დაივანე, ჩვენო პატრიარქო, ჩვენო პატრიარქო, ჩვენი სიყვარული უფალს მიუტანე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი