გარდაცვალება


ბუნება ისევ, ისევ სდევს კანონს,
ზოგჯერ ქაოსში შთაფლავს სამძიმარს,
გარდაცვალება?!  იკითხავს ვინმე,
მორიდებულად აუვლის პასუხს,

ტირიან მთები, მოჩქებს სიღრმიდან,
მდინარეებთან გააბამს ბაასს,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე,
პასუხი უფრო რთულდება სადღაც,

სადღაც გამოშრა ვნებების მწყობრი,
და დაივანა მადლმა ნეტარმა,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე,
გულში ხომ აღქმა არ დაგვიკარგავს,

ფერები, თითქოს ირევა ისე,
მდუმარედ   ხედვა იდეებს აღძრავს,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე,
ელიას, ენუქს, თან რომ არ ახლდა,

ლოდინი,  ალბათ ნიავ-ქარსა ჰგავს,
ითრევს წყვდიადში ფიქრმძიმე სევდას,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე,
პასუხი ჩუმად მიინამება,

სარკმლიდან სხივი მწოლარე კაცზე,
როგორც მონანულს მიეფინება,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე
დასასრულისკენ მიექანება,

დამტვერილ გზებზე ამჩნია კვალი,
ვიღაცას სურს სხვაგვარად ჩანდეს,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე
მოხუცის წვერში ჰგავს მოლანდებას,

დრო ისე მიდის ვერ იჭერ წამში,
აწმყო წარსულად გარდაიქმნება,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე,
ღირსებას უთქვამს თქმა მერიდება,

სისხლდენა მძიმე, მიდის სიკვდილთან,
ცხოვრების ტანჯვა დროში ნელდება,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე,
თავად სიკვდილმა მკითხა დილემა,

სიმარტოვესთან შიში ლანდივით,
დაჰყვება, როგორც ცოცხალს ჩრდილქვეშა,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე,
ეს არის კითხვის ფორმულირება,
გარდაცვალება?! იკითხავს ვინმე,
ეს არის სულის გადასახლება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი