ზმანება
უცხო ქალი, ფუნჯით ხელში ერთხელ სიზმრად რომ მეწვია განმიცხადა: "- შენი ფიქრი ხედავ ხატად მიქცევია!" სისხლის ღვარად თეთრ ტილოზე დიდი ლაქა რომ აჩნია, და აქედან, სპირალივით, კაცთა სახე კიბედ ჰგია. უსასრულო სპირალებში მხოლოდ ერთი საშველია, ერთი ნახტომი გაშორებს ერთი ღამის სასჯელია... აბსურდია ყოველივე... გველეშაპი ჭიად ქმნილა, ბრძენი გიჟად შეურაცხავთ, ბრიყვს კი ხელთ უპყრია სკიპტრა. სადღაც ჩემი ექოც მესმის... განშორებულს, დრო და სივრცით უფსკრულიდან გაგონილი, შემომეჭრა თავში ფიქრი... ქალი უცხო, ფუნჯით ხელში, მიცქერს ალბათ ნაღვლიანად, "მე ხომ შენი დუმილი ვარ მე ხომ შენი აზრი მტანჯავს" მართლაც მე მგავს- ჩემებრ ქმნილა, ჩემი აზრით დაგრაგნილი, ჩემი გონის ბნელ უფსკრულში, ლავად არის გაჩენილი. აბსურდიდან აბსურდამდე რაც გვაქვს, მხოლოდ სპირალია... ამ სპირალზე კაცთა სახე, ვითარც კიბე ისე ჰგია... დამაღამდა, დამათენდა... დროითა ვარ შებოჭილი. უცხო ქალი დამეკარგა ბნელი გონის უფსკრულებში. სპირალს მძიმედ მივუყვები რატომ? მეც რომ კიბედ ვიქმნა? ბრიყვი სკიპტრას გადამარტყამს გიჟი ხარო ბრძენმა მითხრას... მარტივია იმის ბედი გონს ფიქრი რომ არ უნისლავს მექანიკურ დროებას ხომ მექანიკად უქცევიხართ... შევჩერდები აქ, სპირალზე სადაც ჩემი სახე ჰგია... უფსკრულიდან ექო მესმის: "მხოლოდ ერთი ნახტომია..."
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი