***
აჩრდილთ მფარველს და მდუმარეს ხანაც სიოდ მოარაკეს, ვეტრფი ჩუმად ეულ ღამეს, სევდას, სისხლად დანთქეულსა, ის მე შარბათ ღვინოდ მასმევს. და რა არის სხვა წამალი თუ არ თრობა გრძნობით? საკვირველი ეს რამ სენი რომ შემყრია ლტოლვით... და ჩამქრალა კელაპტარი გულის ფეთქვა-თრთოლვით... თუმცა უტყვი, ვითარც ღამე, ვერვის ვუმხელ გულის ნადებს. და გადმოსჩქეფს სიტყვა სისხლად ამ ფურცელზე ვითარც წვიმა თუმცა არის კიდევ რაღაც, გამოთქმული ვერას ლექსით . მე მას ვერსგზით ვერ მივწვდები მარადჟამის სევდა ჰქვია, ადამს სისხლად შეუსვია, ევას ცრემლად დაუღვრია. ღამე აჩრდილთ მფარველია ხანაც სიოდ მოარაკე, სევდას სისხლად დანთქეულსა, ის მე შარბათ ღვინოდ მასმევს. ალბათ კიდეც გაიგონებ , თუ ყურს უგდებ მოარაკეს: ათასობით გატანჯული სული გითხრობს გულის ნადებს. სიზიფე რომ მძიმე ოხვრით ეზიდება ღმერთის სასჯელს, სადღაც დაღვრილს, დაუღვრელი სისხლი წვეთობით რომ ავსებს, აუვსებელს რას საწყაულს, ადამიანს, უძიროს და უწახნაგოს. მის გაფანტულ არსებობას, კოსმიური მტვერის გროვას... და თუ ყოველ ჯერზე გორავს მთის წვეროდან კაცთა ცოდვა მაშ რა არის არსებობა?! თუ არ ტანჯვა, შიში, თრთოლვა. ქვისგან ნაკვეთ ღვთიურებას რომ აჩნია უშნო დამღად. მე კი პოეტს, გრძნობებით მთვრალს, კაცთა ცოდვით გამწარებულს, უშნო იარები მფარავს საბნად, ნისლავს ჩემს გონს. მე ხომ, სიოდ მოარაკე ღამე მიცნობს მხოლოდ... აჩრდილთ მფარველს და მდუმარეს ვეტრფი სევდით სავსე ღამეს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი