***


მწვავდა გრძნობის ალი მუდამ,
ჩვევა ჩემი ასეთია-
მარტოობას ვერ ვშორდები,
დავატარებ სევდას მხრებით.
სადღაც სიტყვა დამეფანტა ,
უაზროდ არს დახარჯული,
მხოლოდ მსურდა გამეგონა
ჩემი ფიქრის ექო, მჟღერი.
ახლაც ნეტავ რას ვეძებდი?!
ადამიანს უცხოს გულში?
თუ ჩემსავე ანარეკლებს
გავედევნე თვალთა შორის...
სად აღმოვჩნდი? ვის ვახსოვდი...
მხოლოდ ერთი გარეული,
წყვილი თვალი ამღვრეული,
გადღაბნილი ანარეკლი
იკარგება კენტად ბრბოში ...
მას ხომ ისევ ალები სწვავს,
ისევ თვალთა შორის სხლტება,
შეუმჩნეველ მოლანდებას
განა რამე ეშველება?
ლანდი ჩემი სილუეტისა
შემოდგომის ფოთლად კრთება..
თვალთა რიგი შემომყურებს
და ვერცერთი ვერას ხვდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი