***
როცა მე ვიყავ მარტო მოლანდებათა შორის და მე ვატანდი ვაგონს ფიქრს, ჩემს დარდსა და აწმყოს... მე დავინახე სახე, სახე მომავლის მხრიდან, გამოკვეთილი ქვისაგან ... შემომცქეროდა ყველა ნაოჭი მისი, დაუძლურებულ სახეს ნისლად ფარავდა ფიქრი. მისი ყოველი დარდი და სიხარული ხაზად მიუყვებოდა სახეს და წერდა კალმის დარად... ისტორიას, წარსულს იქნებ მომავალს, აწმყოს... და იცინოდა მწარედ ამაოება დროის... და მივყვებოდით ვაგონს მოლანდებათა შორის...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი