რექვიემი


დღეს გზად შემომხვდა თეთრი პეპელა,
თან მოიტანა სურნელი შენი.
გადამავიწყა უმალვე დარდი
და არემარე გახდა ნათელი.
საით მიჰქრიან დღენი ჩემნი
ან რად მიგონებს მე ფიქრი შენი?!
პეპლად ქცეული, გრძნობა წყეული,
დაეხეტება ცარიელ გულში...
თუკი ეს გრძნობა ამგვარ ტკბილია,
ასე ლამაზი და ასე წმინდა ,
მაშინ ჩემთან მას რაღა უნდა?!
ცარიელი გარსი კაცისა,
იმსახურებს კი ამ გრძნობებს ნეტავ?!
დღეს გზად შემომხვდა თეთრი პეპელა,
თან რომ მოჰქონდა შენი სურნელი.
მინდოდა ალბათ თან გავყოლოდი
თუმცა სხეული დამმძიმებია...
ვერ მივეწევი მე ჩემს პეპელას,
ვერც ის დამიცდის , დაიტანჯება.
იმსხვრევა გარსი, აშიშვლებს სხეულს ,
დამძიმებულს და გაწამებულს.
ღიმილით ვუცქერ შორს მოფარფატეს,
ჩემი სულის ამ ბოლო ფრაგმენტს ,
დაე იფრინოს ნუ მელოდება, 
ნუ დამიჭკნება გულში ეულად,
პეპელასავით ნაზი ოცნება...
და კიდევ უფრო ნაზი ეს გრძნობა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი