რაღაც, პოეზიის მსგავსი
ეულ ქუჩებში მდუმარედ დაძრწის, უბით აგროვებს ციცინათელებს. ოღონდ ასკეტი ნუ გეგონებათ, მას შემოქმედის სული ამძიმებს. კრთება და სიო ატოკებს თითქოს, ლამპიონების შუქით აშიშვლებს. დაიბადება, ოდეს ხელახლა მგოსანი კვლავაც მღერას დაიწყებს. ყელმოღერებულს გაახსენდება, იყო ოდესღაც ბულბულის დარი, შეიფრთხიალებს გულის სიმები, ჰანგებად დაღვრილს ვინღა მოუსმენს? ავად მზირალნი?! უშინაარსო... ყოფის დინებას ვინ შეაჩერებს?! აღმა მცურავი თევზების ბედი, მხოლოდ სწრაფვაა ეშაფოტისკენ. ციცინათელებს გადევნებული ცვილის ფიგურაც წვეთობით დნება და ნაკვალევად შემორჩენლი, მხოლოდღა ციცინათელა კრთება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი