იკარუსის გზაზე


ექოთა ექო ბნელ ნავსაყუდელს
ნისლად ედება,
სულის ტკივილით გამოწვეული
სიამოვნება თაფლად იღვრება,
ჩემს ბაგეებზე თრთის ჩუმი ლოცვა,
იქნებ სურვილი , ნატვრა ბავშვური...
სადღაც შორს მიდის ჩემი ოცნება,
ნისლს ეფარება აღმაფრენის ტკბილი წამები.
ხმა მესმის უცხო, ამგვარ ნაცნობი,
გულის ფიალას სევდა ამივსებს,
დაღალულ ფრთებით მე შორს მივფრინავ,
თუმცა ვერასდროს ვწვდები მზის სხივებს...
"დაგწვავს , მოგაშთობს და შორს მოგისვრის, ის შენ  კოსმიურ ნაგავსაყრელზე"
ექოთა ექო ნისლად დაფარავს
ამ ჩემს ბავშვურ ოცნება-ნატვრას...
თუმცა ასეა, ხომ  ვქვმნილვარ მგოსნად !
ფრთებიც ხომ სწორედ მისთვის მებოძა,
რომ იკარუსის განვლილ გზაზე
მეც ვინავარდო და ფრენით  დავტკბე!
დაე დამწვას მე მზის ალებმა
ნუ შემიცოდებთ  ფრთებდაკოდოლნო!
უსასოო და თავად ცოდვილნო
თვალთსისხლმდინარნო,
ავად მზირალნო , ნისლში მცხოვრებნო , ეშმაკად ქმნილნო,
ოდეს ფრთიანო ანგელოზებო...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი