ფრთასხივიანი ანგელოზები


ჩამომდნარ წიგნთა ჩუმი ჩურჩული
გაისმის ექოდ ბნელ დერეფანში,
მძიმე და მწარე ფიქრთა ჯარია,
ვერ დაიტია წიგნმა წიაღში.
გადმოსჩქეფს სიტყვა და ზღვასა ერთვის
პოეტის ჩუმად დაღვრილი ცრემლი,
იქნებ დარდია გარდასულ დღეთა, 
იქნებ მომავალს გვაუწყებს იგი...
სარკმლიდან ცივი ზამთარი მოსჩანს
და იყინება მუხის ტოტები,
სარკმლის წინ ჩამწკრივებულნი, 
აღარსად სჩანან ანგელოზები!
ჯიუტად ვუცდი მე ჩემს ალიონს,
სულს ეპარება მალულად სუსხი
ნუთუ გაფრინდენ, არ დამელოდნენ
ფრთასხივიანი ანგელოზები?!
მუხის ტოტებიც სულ გაყინულა
ვცდილობ გავათბო გათოშილ ხელით
ხედავთ რომ კვდება!
გაიყინება...
ვდგავარ მარტო და ამაოდ ვყვირი
მჭიდროდ ვეხვევი გათოშილ მუხას
ალიონს ერთად დაველოდებით.
ერთი იმედით ვსაზრდოობთ ორი,
მუხა და მისი ეული ტოტი
იქნებ დაბრუნდნენ, ალიონს მოჰყვნენ,
ხიზნად ქცეული ანგელოზები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი