სადღაც, მთებში
მე მინდა დამწვას შენმა თვალებმა და დამიმტვრიო ძვლები ხელებით; მინდა თაფლივით ვდნებოდე შენში და არ ქრებოდეს ჩვენი ვნებები; შენ იყო ჩემი და გვერქვას ერთნი, გადავიაროთ მწვანე ქედები მიტაცებ ხელში და მაწვენ თქეშში შენი გულმკერდით ჩემსას ეხები; გაიქცნენ ტყეში ჩვენი ცხენები შენ შემომხვიე მჭიდროდ მტევნები სამოთხეს უდრის ერთი შეხება ჯოჯოხეთია, როცა მეყრები....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი