და მე უშენობას ისე მივათრევდი ..


და მე უშენობას  ისე მივათრევდი, როგორც იესო ჯვარს გოლგოთაზე
თავის მიტოვების მქონდა მცდელობები
გადაჭარბებული სულის აღმაფრენა
რომ არ შემხვედროდი ასე გზად და კვალად
მხოლოდ ღმერთმა უწყის  დილის გათენება
ალბათ იქნებოდა დიდი პანაშვიდი
როგორც ტკივილების სულში გადაფრენა
ასე ყოველ დილით 
ასე ყოველ ღამით
ტკივილს ვინახავდი,გზები ამერია -  ძლივსაც დავალაგე
მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ განგიცდიდი
მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ მომენატრე
მართლაც უშენობა სულში დაძვრებოდა
მართლაც უშენობა სიკვდილს წააგავდა
და მე უშენობას  ისე მივათრევდი, როგორც იესო ჯვარს გოლგოთაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი