ვბრაზობ თუ ვდარდობ


ვბრაზობ თუ ვდარდობ,
ფურცელს მივანდობ
დაღვრილ ნაფიქრალს,
ქალზე ნამტირალ,
ნატიფარ კალამს,
დავუშრობ მელანს,
და ისე წავალ,

დაგემდურები,
რომ პოეზია
სულაც არ მოგწონს,
პასუხს რომ მოგთხოვ,
ჩემი ყურები
დაიღლებიან,
და მე მოვიწყენ,

რადგან ვერ ხვდები,
უმნიშვნელო ხარ 
ამ სამყაროში,
მე კი ლექსებით 
სუნთქვა გაჩუქე,
იქამდე სანამ
სიტყვა იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი