ასანთის ალი
ასანთის ალი, გოგირდის გემო, მიიწევს ზემოთ ყაყაჩოს კვამლი, შეისისხლხორცა მთელი გარემო, შეისისხლხორცა ორასი ძვალი, და ექვსი დარჩა... ალბათ მეორედ გავიმეორებ, რადგანაც არ ჩანს, რომ შევუყვარდი თავდავიწყებით. (შორიდან ვეტრფი.) მერე ვიწვებით... ერთხანს ვიწვებით, მე - იატაკზე, ის - ჭერის ფსკერზე... შემოეკვრება ოთახის თაღზე, და გასაქცევად სიოს დაუცდის, და მერე სიოს შემოელევა... მე ავფეთქდები, მაგრამ მივხვდები, რომ ძალა არ მაქვს მეტად მოდების, ვეღარ გავყვები, შინ დავბრუნდები, და ძველებურად შევიმოსები... და ექვსი დარჩა. ალბათ არასდროს გავიმეორებ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი