ბაღი


ბაღი. ჩვეული ნაცნობი სახეები, ცივი, გაყინული არე-მარე. მე და ის. სკამზე ორნი. საღამოს სუსხიანი ნიავი და ორი წითლად მოელვარე სიგარეტის ღერი. ირგვლივ უკუნითი სიჩუმე, თითქოს სამყარო წყვეტს არსებობას, ყველაფერი დროსთან ერთად შეშდება. ვარღვევ სიჩუმეს
- მიყვარხარ!
მიყურებს და მიღიმის.
- ჩამეხუტე
და ისე მჭიდროდ მეკრობა რომ გულს მოძრაობა უჭირს.
   მეორე დღე. იგივე. წითლად შეღებილი სკამი. ამჯერად საუბარს ის იწყებს
- მომიკიდე... ხვალ მივდივარ.
- აქამდე რატომ არ ვიცოდი?
დუმს.
- კი მაგრამ... მე? 
- შენ ჩემი პატარა ბიჭი ხარ.
- რამდენი ხნით მტოვებ?
კვლავ დუმილი.
- მიყვარხარ!
და როგორც ყოველთვის, საოცრად მიღიმის.
                               .....................
- შენ? 
- გამარჯობა...
- რატომ არ შემეხმიანე? ძალიან ვნერვიულობდი, რა აღარ ვიფიქრე.
- ვისვენებდი.
ჩემი ხმა ცას სწვდება, ის... ის კი მშვიდად ზის და ჩანთაში სანთებელას ეძებს... ჩემი დიდიხნის საუბრისა და მისი გაყინული მზერის შემდეგ
- მიყვარხარ!
მიყურებს და აღარ მიღიმის.
                            ........................
   ისევ ბაღი, ჩვეული სახეები, ნაცნობი გარემო, სკამი. სკამზე ერთი წითლად მოელვარე სიგარეტის ღერი.

 

 2017
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი