აცაბაცა


რაღაც აცაბაცა 
ხმები ყურს ჩამესმის,
ტვინმა ამავე დროს
სმენა არ ინება,

თითქმის გადალახა
ზღვარი გულის კვნესის,
ცდილობს გამოსცადოს
ჩემი მოთმინება.

როგორ სახელს არქმევ
ვინც თხოულობს ხურდებს,
თუკი ვინმე მოსთქვამს
თვალს არიდებ გმინვას,

თავად ღამეს ართმევ
პოეტებს და ქურდებს,
მთვარის კიაფს მოსჩანს
ნაკვალევის ბრჭყვინვა.

რაღაც აცაბაცა 
ხმები ყურს ჩამესის,
უნდა შთამაგონოს
ქვეყნის სიყვარული,

ვისაც გამოსტაცა
სადღეგრძელო ფესვის,
იქნებ ჯერ იქ ჰპოვოს
შინაარსი სრული,

იგრძნოს აფხაზეთის
ქარის სევდის ჰავა,
ანდა მოგონება
ორიათას რვაში,

მეტად მწარედ ვეტყვი
თუ თავად არ წავა,
აზრის დამონება
სცადოს ისევ სხვაში,

ჯერ დრო აღარ მრჩება
ისევ მიჰქრის ფიქრი,
რაღაც აცაბაცა
ხმები ყურს ჩამესის,

ხმები არ მეშვება
ვით ამ ნაწერს შიფრი,
დაე ბავშვის ბანცალს
მშობლის წყრომა ეთქმის.

ისე მოიზარდა
ჩემი შვილობილი,
სულ არ მეკითხება
ვისთან იმეგობროს,

ფუჭად შეუყვარდა,
მათზე მინდობილი,
ვაჰ მე ემსგავსება
უმტევნებო გოდორს.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი