სად ხარ
სად ხარ, ნეტავ მაცოდინა, ბინა, კართან მოგადგები, ვხვდები ძებნამ ამოდენამ, გამოდევნა იმედები, სად ხარ, ნუთუ ვერცა გპოვო, ვტოვო მარტოდ მიწიერი, ცბიერია გონი, ვგლოვობ, ვცხოვრობ ცალი და მშიერი. აქნობამდის შენი სახლი, გახლდი, სიზმრად გიბარებდი, გიფარებდი გარეთ დაღლილს, განვლილს ასე ვიწყნარებდი, ერთი თვეა არ ყოფილხარ… აყოლილხარ სხვათა ქცევას?! ჩვევას გიგმობ! გამოცვლილხარ?! გამოცლილხარ ვნების ღელვას?! აღარც ვიცი რა ვიფიქრო, ვიკითხო და სად ვიკითხო?! აღარც ვიცი რა ვიფიქრო, ვიკითხო და რა ვიკითხო?! 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი