ლექსის არსი


მელანს ფიქრი ვუშრე,
გულთქმა გადავთელე,
ოდეს ლექსის არსი,
თავად ვეღარ ვიცან,

უცხოთ როგორ ვუწყრე,
ექვს თვეს არ დავწერე,
მისი შინაარსი,
ულექსობით ვინც ვარ.

განა დამიბრუნდა,
მუზის რაკა-რუკი,
ანდა წერის ვპოვე,
წამი წელიწადად,

განა აღარ უნდა,
განა იყო თუკი,
განა მევე ვთხოვე,
განა ვიგრძენ ცხადად.

ვაიჰ აქნობამდის,
როგორ ვერ ვიაზრე,
რაკი ფურცელთათვის,
შვება მიმინდია, 

შვებით დღე არ გადის,
შვებად გავიზარდე,
მაგრამ უთქმელთათვის,
ლექსი იმედია.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი