კაცს გააჩნია
ნუთუ მართლადღა შეიქმნა მხოლოდ, აუგ კაცთ მმუსვრად ეს ჯოჯოხეთი, არა იმიტომ რომ საბოლოოდ, ყოველი გრძნობა ხდება სულ ერთი. ყოველი გრძნობა, გარდა შიშისა, გაჰქრება ისე ვერვინ შეცვლის და მნახველი ბევრი ტანჯვის-სიმწრისა, გულს აიცრუებს თუკი შესცივდა. რომელი არის უფრო პირველი, ვინ საით წასვლა როგორ არჩია… გამოთქმა მესმის ყურთან ძირძველი, ალბათ ისევღა კაცს გააჩნია. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი