ცრუთა ქალაქი


ასანთის ღერის უგავთ იერი,
მშიერ მომთაბართ ცრუთა ქალაქში,
ტალახში ცხოვრობს ბრგე და ხნიერი,
ცბიერი, ლაღი - სულ ერთ ბანაკში.

გადაშლილ წიგნის მძალობს წაკითხვა,
რაც ითქვა ისიც ყურად არ იღო,
გამიღო კარი ან დღეს ან კი ხვალ,
გამოხვალ თუ სჯობს კარი გამიღო?!

არ ვიყო არსად. და თუ ვიქნები,
მშვენებით დავტკბე, ანდა არ ვიყო,
გამიღო კარი, იქნებ გამიღო,
მერე არ ვიყო, თუნდ გავირიყო,

თუნდ მკვდარი ვიყო, რომ დამივიწყო,
ვერ დავიკისრო ფითილის ალი,
წამი დადგება,… მსურს დავიფიცო…
გადაგივლისო მარწმუნებს თავი,

არვის ვუჯერებ, საკუთარ მესაც,
ზეცას ღრუბლებად მოედოს კვამლი,
თვალი ზედ დარჩეთ გარედან სხვებსაც,
ვერსად ენახოს რამე საბრალი.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი