დე
კვლავაც მოიღრუბლა, დღესაც გაწვიმდება, ჭირსაც წაუღია, მთელი დედამიწა, სუნთქვა გამირთულდა, მძლიეს ამინდებმა, რასაც იუწყიან, უწინ, დედამ მითხრა, “ თუ არ დაამიწებ, გრძნობებს ლექსად ნახულს, ფიქრი ისე დაგღლის, გონს ვერ დააპურებ”, დედი, ვერ გამშვიდებ, ვუსმენ ჩემივე სულს, აბა მჩხავანა ჩვილს, ვერას გავაგონებ. დე, ყველა მერქანია. არ მყავს მეგობარი, ვისაც გავატარებ, ხელის ჩაკიდებით, მხოლოდ მელანია, გვერდით მეომარი, აზრთა ბოროტ ჯარებს, ერთად ვეჭიდებით, ხმები არ ჩერდება, მუდამ მიჩიჩინებს!, იცი რას მკანახობს?, ვერც კი მოგიყვები, არ მსურს აღსარება, ფუჭად ვიყიჟინებ, იქნებ ვაბალახო, სულის ტკივილები. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი