რომანტიკოსი
რომანტიკოსი რაში გარგია, იაფასიან სიტყვით ჰყიდულობ, აგკიდებს სულს და თვალებს ნაღვლიანს, ტვირთის სიმძიმეს სულ არ ჰკითხულობს, კულისებს არის, მაგრამ თეატრში, ტაშს უკრავს ყოველ ფარდის ფარებას, სცენის მტვრისაგან წასვლას შეჰნატრის, ნებდება ყველას სიტყვის ფერებას. ნუ დაიმონებ, ყალბი გრძნობებით, ნუ ეტყვი სიტყვებს იაფასიანს, სცადე ასვენოს ხელის მტევნები, მაჯა და ვენა, ძაფის მსგავსი აქვს. 2023
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი