თეთრი ხალათი
მთვარის აჩრდილი თვალს უკრავს სარკმელს, სახეს გვეცემა ბოლო ნათელი, ჯაზის ჰანგები სიჩუმეს არღვევს, და ფიქრების გვაქვს კორეანტელი, არეკლილ სხივებს სხვაგან მივყავართ, როგორც გვინდოდა ისე არ ხდება, შენ დარდობ რადგან მე არ მიყვარხარ, მე ვდარდობ რადგან არ მიყვარდება, სანამ ვსაუბრობთ სულ არაფერზე, ფანჯარას სანამ მზე მოადგება, გაღიმებული ხელს მკიდებ ხელზე, მერე ეს ხელი სახეში მხვდება, სიგარეტს აქრობ, საწოლს ბრუნდები, ვიცი გაგიჟებს ჩემთან კამათი, ბრაზის გადავლას მეც წამს ვუნდები, და საბანია ჩვენი ხალათი. 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი