მოგესალმები


მოგესალმები, მე, მე არა ვარ, 
სხვისი სამყარო თითქოს მაცვია,
წარსული წლები გამასხარავდა,
და აღარ ვიცი ახლა რა მქვია,

მოგესალმები, მე, მე არა ვარ,
მოგონებებიც თითქოს სხვისია.
მე ამ სხეულში როგორ გადავალ,
მე ამ სხეულში არ შემიძლია.

გაფრენა მინდა... ოღონდ იქ არა,
სადაც სიმშვიდის ფრენენ მტრედები,
გაფრენა მინდა, სადაც მივქარავ,
სადაც სიმშვიდეს შემევედრები.

2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი