მინდა ლექსი გიწერო


მინდა ლექსი გიწერო,მოტრფიალეთ სათრობი,
ვინუსხები მგოსნებით,ტკბილ სიტყვით რომ მღერიან,
მინდა ღამე ვათენო,ვწერო გულის სადნობი,
თავბრუ მეხვეს ოცნებით,თითქოს სადღაც მელიან,

თითქოს ვინმეს ვადარდებ,ან მადარდებს პირიქით,
ვითომ მეც შევიგრძენი ზეციური სამყარო,
თითქოს რამე მახარებს ღვინით შევსილს ერთ ჭიქით,
ვითომა ვარ მეც ბრძენი,არ სთქვან ლოთსა ჰგავხარო.

გავიხსენო მინდვრები,გვირილებს რომ გიკრეფდი,
თმაში ჩაწნულ ყვავილებს წვიმის ტალღებს ვატანდი,
სიკისკისის ის ხმები... გახსოვს როგორ ვისმენდი?...
ახლაც ვსტუმრობ ნაპირებს,რიყავს რასაც ვფანტავდი.

2023

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი