ვინ დამტანჯოს გოგო შენზე მეტად
ვინ დამტანჯოს გოგოვ შენზე მეტად, ვინ ჩამაგდოს მე უარეს დღეში, გინდ დავიწვა გადავიქცე ფერფლად, ვისუნთქო და მაინც ვიყო ლეში, ახლაც მთვარე შენზე მეტად ამჩნევს, როგორ ძლიერ შემომიჩნდა სევდა, მე მივდივარ,დაე ყველა დაგრჩეს, მოგიტოვებ ვინც აქამდე გსდევდა. ყველა გრძნობის მოპოვებას ცდილობ, მაგრამ ოდეს თუ დაგაკლდა რამე, იცოდე რომ ის გრძნობაა ტკბილო, ოცდაოთხში რომ დაკარგე ღამე. 24.08.2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
მე ისევ ვადიდებ შენს პოეზიას,მარად და მარად.🌸