სიზმარი
გუშინა ვნახე ღამით სიზმარი, ჩემი ნაფიქრი ცხადად ხდებოდა, ხდებოდა ისე როგორც გითხარი, როცა ოცნება ცასა სწვდებოდა... გზა-გზა გეძებდი,კარ-კარ გეძახდი, ბოლოს გიპოვნე კიბეს მჯდომარი, გვიანი იყო, სხვებივით გახდი, კარგული გქონდა ზნე და მორალი, დავაგვიანე, ვერ მოგისწარი, მაშინ გინდოდა გვერდის მაგრება, როცა კისრიდან მოგგლიჯეს ჯვარი, ეშმაკის ყრილმა ავმა ძაღლებმა, გადაგიბირეს, ფარსი გაჯერეს, მათი ბოდვები შემოგიყვარდა, ვეღარაფერი ვერ გაგაჩერებს, ფურცელს ნაწერი წესების გარდა, ხორცად იქეცი,გახდი ცხოველი, თავი იქციე სულის ზიანად, და მოიშორე შიგნით ყოველი, რაც კი გაქცევდა ადამიანად... გუშინა ვნახე ღამით სიზმარი, ჩემი ნაფიქრი ცხადად ხდებოდა, ხდებოდა ისე როგორც გითხარი, როცა ოცნება ცასა სწვდებოდა... 2024
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი