რაღაც


ვიღებ კალამს,
ვფურცლავ დღიურს,
და ვშეშდები...
რამდენია სათქმელი,
თან არაფერი...
ვიწყებ ვარამს,
ფიქრს მშობლიურს,
და გვერდები,
ივსებიან ახლანდელი,
ჩანაწერით.

მომიტევე რითმები ან ლექსის წყობა,
სამი დღეა ვერ მოვხუჭე წამით თვალი,
დამჭირდები ამა თხრობის ასაწყობად,
ერთად შევქმნათ,რაღაც უფრო იდუმალი,

რაღაც მეტი,
(არა ლექსი),
მეტი ვიდრე,
გავიფიქრეთ გონებაში,
არც ქონება,
არც სიმდიდრე, 
რაღაც მეტი,
რაღაც მეტი,
რაც გაგვიქრა დროებაში,

ვისაუბროთ იცი რაზე,
პლანეტაზე,
დაშვებაზე,
გარდაქმნაზე,
ვისაუბროთ ყველაფერზე,
იცი რაზე,
სიყვარულზე,
ვისაუბროთ,
შენ დაიწყე,
მე მოგისმენ,
ისაუბრე,
არ მოვიწყენ,
ისაუბრე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი