შენ და თოვლი


გაზაფხული მეზიზღება,
არცა ზაფხული მახარებს,
შემოდგომა მეკითხება,
ზამთარს როგორ გავატარებ,

ზამთრობა თუ მეღირსება, 
ფანტელებს თავს შევაფარებ,
რაც კი რამე მესიზმრება,
აღსარებად ჩავაბარებ.

ვლაპარაკობთ მე და თოვლი,
ფიანდაზად დაგებული,
მონაქროლი,ვითარც ქორი,
ველური და ანთებული,

გულსა ნაზად დანაწოლი,
ზღაპრული და დიდებული,
ოცნებებთან დანატოლი,
თეთრი თოვლი,შენ და თოვლი.

შენ და თოვლი,სავსე მთვარე,
შებინდება მიწურული,
გადაფარეთ არემარე,
არე,თქვენით მონუსხული,

სწორად მაგ დღეს შეგიყვარე,
იმ წამს გავხდი განწირული,
სახეზე რომ მომაყარე,
უცხოს,თოვლი და ყინული.

მახსოვს შენი გამოხედვა,
შენს თვალებში ის ზეიმი,
მახსოვს როგორც წარმოგეთქვა,
-შენ არასდროს არ იღიმი?!

მახსოვს ჩემი ამოხეთქვაც,
შენი ცრემლიც და ტირილიც,
რუვში შენი გადაგდებაც,
შენი წყევლაც და კივილიც.

მეორე დღეს აივანზე,
ყავით ხელში გამოსული,
მახსოვს როგორც გაინაზე,
როგორც ფიფქი წამოსული,

მოვიწიე შენს ნიშანზე,
ვით ტრამვაი ჩქაროსნული,
მახსოვს ყავის სითბოც თავზე,
მეორედან გადმოსხმულის.

მახსოვს შენთან ყველა წამი,
შენს სიცოცხლეს გეფიცები,
წყალი იყოს ჩემთვის შხამი,
მე რომ შენით დავიღლები,

არ მეღირსოს მკვდარსა ჯვარი,
დამეხვივნენ ზედ ვირთხები,
ოდეს მოხდეს ამდაგვარი,
მე რომ შენით დავიღლები.

მახსოვს ზამთარგალეულზე,
ზღვისკენ როგორ იჩქაროდი,
მახსოვს ადრიან ზაფხულზე,
ბოლოს როგორ მეძახოდი,

წამოდი,წამოდი,წამოდი,
წამოდი,წამოდი,წამოდი,
და მე...არ წამოვედი...
ვეღარც შენ დამიბრუნდი...

19.09.2024

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი