სახლში მოსული
სახლში მოსული სუფრას ვშლი ორზე, გავყურებ საჭმელს და ვანთებ ლამფას, ხელსახოცს ბრაზით ვისვრი საწოლზე, მეორე ხელით ვეყრდნობი რაფას, ფანჯრიდან მოსჩანს პატარა სკვერი, წყვილები ერთად ხვდებიან წვიმას, ტუჩებთან მიმაქვს მორიგი ღერი, სადარბაზოსთან ვუცდი შენს ხილვას, იქნებ და დღესაც ტყუილად ვშალე, განწყობა,სუფრა და ფიქრ-ვარამი, არც დღეს მოხვიდე,იქნებ არც ხვალე, არც ოდეს გსურდეს ჩემთან ვახშამი. სჯობს დღესაც სუფრას მარტო დავუჯდე, ისევ დავიწყო მარტომ მოლხენა, იმედი არის კარგი საუზმე, ma è una pessima cena.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი